სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა არის "ბინძური ბომბი" და რამდენად მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის აფეთქებას? - "ბირთვული ესკალაციის რუსეთს ისე ეშინია, როგორც ცდილობს სხვების შეშინებას"

რუ­სე­თის მიერ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნულ ძა­ლებს ე.წ. ბინ­ძუ­რი ბომ­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა აქვთ და­გეგ­მი­ლი, უკ­რა­ი­ნამ უარ­ყო. ოფი­ცი­ა­ლუ­რი კი­ე­ვის გან­ცხა­დე­ბით, "ბინ­ძუ­რი ბომ­ბის" აფეთ­ქე­ბა შე­საძ­ლოა თვი­თონ რუ­სეთს აქვს და­გეგ­მი­ლი და სურს, შემ­დეგ ეს მათ გა­და­აბ­რა­ლოს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი სერ­გეი შო­ი­გუ 23 ოქ­ტომ­ბერს, ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რა ნა­ტოს წევ­რი სამი ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის უწყე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს. რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, შო­ი­გუმ სა­მი­ვე კო­ლე­გას­თან გა­მო­ხა­ტა შეშ­ფო­თე­ბა უკ­რა­ი­ნის მიერ ე.წ. ბინ­ძუ­რი ბომ­ბის“ შე­საძ­ლო გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. "რუ­სუ­ლი ტყუ­ი­ლი, რომ თით­ქოს უკ­რა­ი­ნა გეგ­მავს "ბინ­ძუ­რი ბომ­ბის" გა­მო­ყე­ნე­ბას, რამ­დე­ნა­დაც აბ­სურ­დუ­ლია, იმ­დე­ნად­ვეა სა­ში­ში. ჯერ ერთი, უკ­რა­ი­ნა ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­უვრცე­ლებ­ლო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლეა, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ არ გვაქვს "ბინ­ძუ­რი ბომ­ბე­ბი" და არც მის გა­მო­ყე­ნე­ბას ვა­პი­რებთ. მე­ო­რეც, რუ­სე­ბი ხში­რად ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ სხვას იმა­ში, რის გა­კე­თე­ბა­საც თვი­თონ აპი­რე­ბენ", - რუ­სე­თის ბრალ­დე­ბას, უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, დმიტ­რო კუ­ლე­ბა გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ტვი­ტერ­ზე“. უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი­მაც მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და თქვა, რომ რუ­სე­თი ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნაა რე­გი­ონ­ში, რო­მელ­საც ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლია. “ ბინ­ძუ­რი ბომ­ბის“ საფრ­თხე­ე­ბი "ბინ­ძუ­რი ბომ­ბი“ არის მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც ასა­ფეთ­ქე­ბელ ნივ­თი­ე­რე­ბებს იყე­ნებს რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნარ­ჩე­ნე­ბის გა­სა­ფან­ტად. "ბინ­ძუ­რი ბომ­ბის" დას­ხი­ვე­ბით მო­მენ­ტა­ლუ­რი ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი არ ხდე­ბა, თუმ­ცა რიგ შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა ადა­მი­ან­თა დას­ნე­ბოვ­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მისი უპირ­ვე­ლე­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა ხალ­ხის შე­ში­ნე­ბა და ლო­კა­ლი­ზე­ბულ ზო­ნა­ში შე­ნო­ბე­ბი­სა და გარ­კვე­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის და­ბინ­ძუ­რე­ბა. აშშ-ის ბირ­თვუ­ლი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სია ამ­ბობს, რომ "ბინ­ძუ­რი ბომ­ბე­ბის" უმე­ტე­სო­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის მო­საკ­ლა­ვად ან მძი­მე ავად­მყო­ფო­ბე­ბის გა­მო­საწ­ვე­ვად საკ­მა­რის რა­დი­ა­ცი­ას არ გა­მო­ყოფს, მაგ­რამ შე­საძ­ლოა და­ა­ბინ­ძუ­როს მიმ­დე­ბა­რე შე­ნო­ბე­ბი და ხალ­ხში პა­ნი­კა გა­მო­იწ­ვი­ოს. NRC-ის თა­ნახ­მად, ბირ­თვუ­ლი ბომ­ბის აფეთ­ქე­ბე­ბის სიძ­ლი­ე­რე მი­ლი­ონ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა "ბინ­ძუ­რი ბომ­ბი­სას". შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებ­მა, კვი­რას გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში კი­დევ ერთხელ და­უ­ჭი­რეს მხა­რი უკ­რა­ი­ნას და გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათ­მა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრებ­მა შო­ი­გუს ნათ­ლად გა­ნუ­ცხა­დეს თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცია და უარ­ყვეს "რუ­სე­თის გამჭვირ­ვა­ლედ ცრუ ბრალ­დე­ბე­ბი“. ნე­ბის­მი­ე­რი ბირ­თვუ­ლი ეს­კა­ლა­ცი­ის რუ­სეთს ძა­ლი­ან ეში­ნია - ისე ეში­ნია, რო­გორც ცდი­ლობს სხვე­ბის შე­ში­ნე­ბას, - ამის შე­სა­ხებ პოლ­კოვ­ნიკ­მა და სამ­ხედ­რო ანა­ლი­ტი­კოს­მა, ლაშა ბე­რი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და. ამას­თა­ნა­ვე, ლაშა ბე­რი­ძემ დე­ტა­ლუ­რად გან­მარ­ტა, თუ რას ნიშ­ნავს ე.წ. ბინ­ძუ­რი ბომ­ბი. "ბინ­ძუ­რი ბომ­ბი“ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის­გან შემ­დგა­რი ბომ­ბი, რო­მე­ლიც გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. ამას აფეთ­ქე­ბის ეფექ­ტი ექ­ნე­ბა ისე­თი­ვე, რო­გორც აქვს ტრო­ტილს ან ჰექ­სო­გენს, მაგ­რამ მისი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად დარ­ჩე­ბა რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი დას­ნე­ბოვ­ნე­ბა, რაც გა­მო­იწ­ვევს მო­სახ­ლე­ო­ბის გრძელ­ვა­დი­ან და­ზი­ა­ნე­ბას. სტან­დარ­ტულ ბირ­თვულ ბომბს აქვს 5 და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი - ეს არის ელექტრო­მაგ­ნი­ტუ­რი იმ­პულ­სი, დარ­ტყმი­თი ტალ­ღა, გა­მოს­ხი­ვე­ბა, შუ­ქუ­რი გა­მოს­ხი­ვე­ბა და რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი გა­მოს­ხი­ვე­ბა. "ბინ­ძურ ბომბს“ ასე­თი ეფექ­ტე­ბი არ აქვს, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე ცუდი ეფექ­ტი აქვს, რაც არის ეს რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი დას­ნე­ბოვ­ნე­ბაა. რაც რუ­სეთ­მა ბირ­თვუ­ლი შან­ტა­ჟის შე­დე­გად მი­ი­ღო, ეს არის ის, რომ თუ ისი­ნი რა­მე­ნა­ი­რად გა­ე­თა­მა­შე­ბოდ­ნენ ბირ­თვულ ია­რაღს, მი­ი­ღებ­დნენ სა­კად­რის პა­სუხს და აშ­კა­რად ჩანს, რომ რუ­სეთს ამის ძა­ლი­ან ეში­ნია. ახლა შან­ტა­ჟის შემ­დე­გი ეტა­პი არის "ბინ­ძუ­რი ბომ­ბი“. რუ­სე­თი ცდი­ლობს ყვე­ლა­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყე­ნოს ზე­წო­ლა, რომ ყუ­რა­დღე­ბა გა­და­ი­ტა­ნოს ძი­რი­თა­დი სა­კი­თხი­დან, რაც არის მისი მარ­ცხი ბრძო­ლის ველ­ზე. რუ­სე­თი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს, რომ და­სავ­ლე­თის, უკ­რა­ი­ნის და ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბა გა­და­ი­ტა­ნოს და მის არ­სე­ნალ­ში არ­სე­ბუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნოს. რუ­სეთს სრუ­ლად აქვს და­კარ­გუ­ლი ნდო­ბა ყვე­ლას თვალ­ში, ამი­ტომ და­სავ­ლეთ­ში "ბინ­ძუ­რი ბომ­ბის“ ის­ტო­რი­ას არა­ვინ და­ი­ჯე­რებს. ნე­ბის­მი­ე­რი ასე­თი ბომ­ბის ამოქ­მე­დე­ბა იქ­ნე­ბა აღ­ქმუ­ლი, რო­გორც რუ­სე­თის მიერ მისი გა­მო­ყე­ნე­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი ბირ­თვუ­ლი ეს­კა­ლა­ცი­ის რუ­სეთს ძა­ლი­ან ეში­ნია - ისე ეში­ნია, რო­გორც ცდი­ლობს სხვე­ბის შე­ში­ნე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ლაშა ბე­რი­ძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100