სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია ASB-ს ორგანიზებით რეაბილიტირებული ბაღი გაიხსნა

ოქტომბერში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ კოკის საბავშვო ბაღში, ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის (ECHO) ფინანსური მხარდაჭრითა და გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის ASB ორგანიზებით, გაიმართა რეაბილიტირებული ბაღის გახსნის საზეიმო ცერემონიალი.

ღონისძიება პროექტის „ჩვენ მზად ვართ! კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში" ფარგლებში ჩატარდა. გახსნაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, სამეგრელოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, ზუგდიდის სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელმა ციცანა თოლორაიამ და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა თეონა ჭურღულიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100