საქართველოს პროკურატურის განცხადება: დაკავებულია 11 ეჭვმიტანილი
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია 11 მოხელე. მათ წარედგინათ ბრალი და შეეფარდათ წინასწარი აღკვეთი ღონისძიება.
იმისათვის, რომ დავიცვათ პატიმრები ძალადობისგან და დავსაჯოთ დანაშაულის ჩამდენი პირები, მნიშვნელოვანია გამოძიებას გააჩნდეს სრულყოფილი ინფორმაცია წამების ფაქტების შესახებ.
ამიტომ, პატიმართა, მათი ოჯახების და მთელი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მივმართავთ ყველა იმ ადამიანს ან ორგანიზაციას, რომელსაც გააჩნია წამების და არაადამიანური მოპყრობის ვიდეო ჩანაწერი, დაუყოვნებლივ წარმოადგინოს ეს მტკიცებულებები პროკურატურაში.
მოწოდებული ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რათა გამოძიებამ მოახდინოს მყისიერი რეაგირება და აღკვეთოს უკანონობის ყველა გამოვლინება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დანაშაულის ჩადენის ამსახველი უტყუარი მტკიცებულების (მათ შორის ვიდეო ფირი არის ასეთი მტკიცებულება) წარუდგენლობა სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.
კომენტარი