სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

30 ბავშვის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ჟანგბადის უკმარისობა გახდა - ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო

ინდოეთის ხელისუფლებამ უტარ-პრადეშის შტატის საავადმყოფოში 30 ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში 63 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 30 ბავშვი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბავშვების გარდაცვალების მიზეზი ჟანგბადის უკმარისობა გახდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, პალატებს რამდენიმე საათის გამავლობაში ჟანგბადი არ მიეწოდებოდა. გარდაცვლილთა შორის ბევრი ახალშობილი იყო.

საავადმყოფოს ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ ბავშვების გარდაცვალების მიზეზი ენცეფალიტი გახდა.

სამედიცინო დაწესებულება ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რეგიონში მდებარეობს. უტარ-პრადეშის შტატში ყოველწლიურად ბავშვთა მაღალი სიკვდილიანობა ფიქსირდება სხვადასხვა დაავადების გამო, მათ შორის ენცეფალიტის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100