სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ღარიბაშვილს ნარკოლოგიური ტესტი ჩაუტარდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მინისტრის ყველა მოადგილემ საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის II განყოფილებაში, ნარკოლოგიური ტესტი ჩაიტარეს.

ტესტირებამ აჩვენა, რომ არც ერთი მათგანის ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერების კვალი არ აღმოჩნდა. მინისტრის ბრძანებით, ასეთი შემოწმება სამინისტროს ყველა თანამშრომელმა უნდა გაიაროს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მოუწოდა სხვა სამინისტროების ხელმძღვანელებს, ანალოგიური აქცია თავიანთ უწყებებში ყველა მათგანმა ჩაატაროს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100