საუდის არაბეთის ნაკრების თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში მინაწილე საუდის არაბეთის ნაკრების თვითმფრინავს, რომელიც როსტოვში მიფრინავდა ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა. როსტოვის აეროპორტში დაშვების დროს თვითმფრივავის ძრავას ცეცხლი მოეკიდა. თვითმფრინავი მშვიდობიანად დაეშვა. ცნობილია, რომ Airbus A319-100 ერთ-ერთ რუსულ ავიაკომპანიას ეკუთვნის. ფეხბურთელები სასტუმროში დაბინავდნენ, მათ როსტოვში ურუგვაის ნაკრებთან თამაში აქვთ.
კომენტარი