სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვლადიმირ პუტინის „გაახალგაზრდავების“ საიდუმლო

ვლადიმირ პუტინის „გაახალგაზრდავების“ საიდუმლო

დღეს რუსეთში ფრიად აქტუალურია ე.წ. პუტინის ბოტოქსის თემა, რაზეც საუბრობს ყველა, ვისაც არ ეზარება.

ჩვენც არ დავიზარეთ და რუსულ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული სხვადასხვა ინფორმაცია შევაჯერეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხსნიან რუსეთის პრემიერის სახეზე ნაოჭების გაქრობას თუ შემცირებას, მისი კანის მოულოდნელ გადატკეცას მისი მომხრეები თუ მოწინააღმდეგეები. რუსი ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინს ბოტოქსი ჩაუსვეს.

ბოტოქსი წარმოადგენს ა ტიპის ბოტულინური მოქსინის კომპლექსს - ჰემაგლუტინინს და იგი ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ექსპერტებს პუტინის „გაახალგაზრდავებასთან“ დაკავშირებით ერთი პოზიცია არ გააჩნიათ.

ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრემიერი და სავარაუდოდ, მომავალი პრეზიდენტი არა ბოტოქსის, არამედ ლიპოფილინგის მსხვერპლია.

არსებობს ლიპოქსაცია, რომლის დროსაც ზედმეტ ცხიმს სხულიდან იღებენ, მაგრამ ასევე არსებობს ლიპოფილინგი, როცა თქვენი სხეულიდან გამოტანილი ცხიმი ისევ თქვენსავე სხეულში ბრუნდება, ოღონდ - სახის არეში.

სახის ლოპოფილინგს იყენებენ ტუჩების დასაბერად, რბილი ადგილებისა ან ნიკაპის წინ წამოსაწევად. როცა არ არის აუცილებლობა, პლასტიკური კორექცია ჩატარდეს მთელ სახეზე, სწორედ მაშინ მიმართავენ ლიპოფილინგს და კონკრეტულ ნაკვთებს სწორედ მისი მეშვეობით ილამაზებენ.

სახის ლიპოფილინგი საშუალო სირთულის ქირურგიულ მანიპულაციადაა მიჩნეული და იგი ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება.

ერთ-ერთმა რუსულმა ვებ-გვერდმა პუტინის სამი ფოტო გამოაქვეყნა, რომელთაგან ყველზე ძველი 2000 წელსაა გადაღებული, შემდეგი ორი კი, შესაბამისად, 2011 წლის აპრილსა და ამავე წლის სექტემბერში. სწორედ ამ ფოტოებზე დაყრდნობით და პუტინის ახლანდელი გამომეტყველების მიხედვით ასკვნის „ნიუსლანდ.რუ“, რომ რუსეთის პრემიერმა ლიპოფილინგს მიმართა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100