საქართველოს ბანკმა სამომხმარებლო სესხზე წინასაახალწლო აქცია დაიწყო
თბილისი, 8 დეკემბერი, 2016 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა, სამომხმარებლო სესხზე, წინასაახალწლო აქციის დაწყების შესახებ. ყველა, ვინც ისარგებლებს ან დაპორტირდება სამომხმარებლო სესხით საქართველოს ბანკში, 6 იანვრის ჩათვლით, საჩუქრად მიიღებს სესხზე 1 თვის საპროცენტო შენატანს, შესაბამისად სესხის დაფარვას დაიწყებს 2 თვის შემდეგ. ამასთან, აქციით სარგებლობისას მომხმარებელს საშუალება ექნება გამოთავისუფლებული თანხები, წინასაახალწლოდ სურვილისამებრ გამოიყენოს.
სამომხმარებლო სესხით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი მიზნობრიობით, იქნება ეს საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა, თუ განათლების დაფინანასება უცხოურ უმაღლეს სასწავლებელში. სამომხმარებლო სესხის თანხა 400 ლარიდან იწყება, სესხის ვადა კი მაქსიმუმ 10 წელია.
დამატებითი ინფორმაცია სამომხმარებლო სესხის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: www.sb.ge
###
„საქართველოს ბანკის“ შესახებ:
კომენტარი