საუდის არაბეთი ბირთვული იარაღის შექმნით იმუქრება
საუდის არაბეთის რამდენიმე მაღალჩინოსანი ახლო აღმოსავლეთში მოსალოდნელ "ბირთვულ ომზე" ალაპარაკდა. ამის შესახებ გამოცემა "გარდიანი" წერს. მისივე ცნობით, მაღალჩინოსნებმა არ გამორიცხეს, რომ თუ ირანი ბირთვულ იარაღს შექმნის, ასეთი იარაღის შექმნას საუდის არაბეთიც დაიწყებს.
გამოცემის ინფორმაციით, საუდის არაბეთის პრინცმა თურქი ალ-ფეისალმა, რომელიც ამერიკაში საუდის არაბეთის ელჩია, ნატო-ს რამდენიმე მაღალჩინოსანი უკვე გააფრთხილა.
"ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ ისეთ ვითარებაში, როდესაც ირანი ბირთვულ იარაღს ფლობს, ჩვენ კი არა", – განაცხადა საუდის არაბეთის კიდევ ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა. მისივე თქმით, ირანის მაგალითს საუდის არაბეთიც მიბაძავს.
"ვიკილიქსის" მასალების თანახმად, საუდის არაბეთმა ამერიკის შეერთებული შტატები ჯერ კიდევ 2008 წელს გააფრთხილა, რომ თუ ირანი ბირთვულ იარაღს შექმნის, რეგიონში მის მაგალითს ყველა მიბაძავს, მათ შორის საუდის არაბეთიც.
კომენტარი