ნინო ბურჯანაძეს მომიტინგეების მოწამვლის ეშინია
პარლამენტის წინ ხალხის მისაზიდად და შესანარჩუნებლად ნინო ბურჯანაძე ექსტრემალური ზღაპრების შეთხზვას განაგრძნობს. ბოლო ზღაპრის თანახმად, ხელისუფლება მომიტინგეთა მოწამვლას აპირებს. ბურჯანაძე მომიტინგეებს მოუწოდებს, უცნობი პირებისგან შეთავაზებული სასმელი წყალი არ აიღონ და არ გასინჯონ. პარლამენტის წინ მიტინგი ამ წუთებშიც გრძელდება. მომიტინგეებს გამზირი გადაკეტილი აქვთ, რკინის ბორდიურებით კი ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია და ჩიტაძის ქუჩა გადაკეტეს. შეკრებილებს თან აქვთ პლასტმასისა და ხის ჯოხები. ე.წ. „მორიგე ჯგუფები“ შემოვლაზე დადიან და განსაკუთრებით აგრესიულები არიან ჟურნალისტების მიმართ. „შეფიცულებმა“ საგანგებო გრაფიკი გამოაცხადეს და დღევანდელი ღამისთვის ემზადებიან.
კომენტარი