სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ორსულმა გოგომ თავის მუცელს ფოტო გადაუღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა - გაინტერესებთ მიზეზი?

დღეს ძალიან ხშირია სოციალურ ქსელში ატვირთული ორსსულის სელფები, რომელშიც ძირითადი აქცენტი მუცელზე კეთდება. სწორედ ასეთი შემთხვევის დროს ერთ-ერთი ორსული პოლიციამ დააკავა.

თადაპირველად ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ორსულის ფოტოს ბევრი მოწონება და კოემნტარი ჰქონდა, უამრავი ადამიანი დადებითად განაწყო ამ სურათმა, თუმცა ძალიან მალე გოგონა პოლიციამ აიყვანა იმ პატარა დეტალის გამო, რასაც ბევრის ყურადღება არ მიუქცევია. ფოტოს მარცხენა მხარეს პატარა მაგიდაზე დევს შპრიცი ჰეროინისთვის და კოვზი, რომელზეც ის დამზადდა. ორსულს კი მკლავზე გადაჭერილი აქვს ბაწარი, რომელიც ვენას აფიქსირებს. ფოტო სამართალდამცავების ხელში მოხვდა და მათ სასწრაფო ზომებს მიმართეს. ფოტოს გამოქვეყნებიდან ზუსტად სამ დღეში ნატალი კრიკლენდის კარს პოლიცია მიადგა. 26 წლის გოგოს გარდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა, ბრალად ედებოდა თაღლითობა საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებით, ყალბი მართვის მოწმობით სარგებლობა და კიდევ რამდენიმე წვრილმანი დანაშაული.

ნატაშა ამტკიცებდა, რომ მისი ფეისბუქის ექაუნთი უცხო პირმა გატეხა და ფოტო განზრახ ატვირთა, რათა მისთვის ცხოვრება დაენგრია, თავად კი რამდენიმე თვეა ნარკოტიკს აღარ მოიხმარდა. ადგილობრივი მაცხოვრებლები მისთვის მკაცრი განაჩენის გამოტანას ითხოვდა, რადგან ახალგაზრდა ქალს 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს და თავისი ცხოვრების წესით ბავშვებს ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებდა და პატარების სიცოცხლე მუდმივად რისკის ქვეშ იდგა. ნატაშას დედობის უფლება ჩამოართვეს, პატარები კი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლში გადაიყვანეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100