სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხაშურის მაჟორიტარმა და გამგებელმა აქცია „დაპირებებით დაშალეს“

ხმაური იყო ხაშურის მუნიციპალიტეტში. სოციალურად დაუცველმა 30-მდე ოჯახმა საცხოვრებელი ფართის გამოყოფის მოთხოვნით აქცია გამართა და გამგეობის შენობის პიკეტირება სცადა.

აქციის მონაწილეებმა შენობაში რამდენიმე თანამშრომელი არ შეუშვეს და მხოლოდ მას შემდეგ დაიშალნენ, რაც მათ ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი და რაიონის გამგებელი შეხვდა. აქციის მონაწილეებს საქმის შესწავლას და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თავისუფალი ფართის მოძიებას დაჰპირდნენ.

სოციალურად დაუცველი 30-მდე ოჯახი რამდენიმე თვის წინ ხაშურში, ყოფილი საავადმყოფოს შენობაში შეიჭრა და ამ დრომდე იქ ცხოვრობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100