სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ-მ და ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალურ ბანკს აქტივები გაუყინეს და SWIFT-დან გათიშეს

აშშ-მ და ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალურ ბანკს აქტივები გაუყინეს და SWIFT-დან გათიშეს.
ღონისძიებები, რომელიც უახლოეს დღეებში განხორციელდება მოიცავს, შერჩეული რუსული ბანკების გათიშვას SWIFT-ის სისტემიდან.

ჩვენ მოვახდენთ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზებას - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლაიენი წერს.

"პირველი, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, უზრუნველვყოთ რუსული ბანკების გარკვეული რაოდენობის გათიშვა SWIFT-დან ეს შეაჩერებს მათ ოპერირებას მთელ მსოფლიოში და ეფექტურად დაბლოკავს რუსეთის ექსპორტსა და იმპორტს.

შემდეგ, ჩვენ მოვახდენთ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზებას. ეს გაყინავს მის ტრანზაქციებს და ცენტრალური ბანკისთვის შეუძლებელს გახდის, რომ აქტივების ლიკვიდაციას.

და ბოლოს, ჩვენ ავუკრძალავთ რუს ოლიგარქებს გამოიყენონ ფინანსური დახმარება ჩვენს მარკეტებში. პუტინი უკრაინის განადგურების გზას დაადგა, მაგრამ ის ასევე თავისი ქვეყნის მომავალს ანადგურებს",-წერს ურსულა ვონ დერ ლაიენი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100