დღეს პასუხი მოვიდა...უბრალოდ ერთი იცოდე – ღმერთი არ გაპატიებს! მაინც დაისჯები! - თამუნა მუსერიძე
ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე ბიოლოგიური დედის ძებნას კვლავ განაგრძობს. როგორც მისი Facebook-პოსტიდან ირკვევა, მიაგნო ქალს, რომელიც დეენემის ტესტის მიხედვით, დედამისი არ აღმოჩნდა. ამასთან დაკავშირებით იგი შემდეგ მიმართვას ავრცელებს:
„2 კვირის წინ ერთ ქალბატონთან დეენემის ანალიზი გავიკეთე. სამხარაულში ვიყავი. აბსოლუტურად ყველაფერი ემთხვეოდა. წელი, თვე, სამშობიარო. სხვა დეტალებიც ამოტივტივდა და ამიტომ თავდაჯერებულები მივედით სამხარაულში.
დღეს პასუხი მოვიდა. უარყოფითია. ჩემი მდგომარეობის დაწერას და თავის შეცოდებას არავისთან ვაპირებ. უბრალოდ ერთი იცოდე – თუ შენ რამე იცი ჩემს შესახებ და არ მეუბნები, ღმერთი არ გაპატიებს! ღმერთი თუ გაპატიებს, ეშმაკი არ გაპატიებს. შენ თუ არა, შენ შვილებს დაუბრუნდებათ! ამიტომ სანამ დროა, მითხარი. მე მაინც ვიპოვი, შენ მაინც დაისჯები“, – წერს მუსერიძე.
კომენტარი