ანა ტატიშვილი "უიმბლდონის" მეორე წრეში გავიდა
ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი "დიდი მუზარადის" ტურნირ "უიმბლდონზე" მეორე წრეში გავიდა. პირველ ტურში მან რუსი ჩოგბურთელი ანასტანია პივოვაროვა ანგარიშით 3:6, 6:2, 6:3 დაამარცხა.
პივოვაროვა მსოფლიოს 95-ე ჩოგანია, ტატიშვილი კი 118-ე. მეორე წრეში ტატიშვილი მსოფლიოს მე-18 ჩოგანს იანინა ვიკმაიერს დაუპირისპირდება, ვიკმაიერმა პირველ ტურში ვარვარა ლეპჩენკო 7:5, 6:3 დაამარცხა.
კომენტარი