აფეთქებები ბელბეკსა და ქერჩთან - რა ხდება რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმში - ვითარება საომარ ზონაში, რომელსაც რუსეთში "დივერსიას" უწოდებენ, უკრაინელები კი მათ აფრთხილებენ, რომ "მოწევა კლავს"
ხანძრებისა და აფეთქებების რაოდენობა რუსეთსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე განთავსებულ რუსულ სამხედრო ობიექტებზე მატულობს. რუსეთში, ბელგოროდის პროვინციაში, უკრაინის საზღვართან მდებარე ორ სოფელში მასალის საცავში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. "საზღვრიდან 50 კილომეტრში მდებარე სოფელ ტიმონოვის მახლობლად საბრძოლო მასალის საცავს ცეცხლი გაუჩნდა", - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა და დასძინა, რომ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. გარდა ამისა, სულ მცირე, ოთხი აფეთქება მოხდა ბელბეკის მთავარ საავიაციო ბაზასთან, სევასტოპოლის ჩრდილოეთით, ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე. სევასტოპოლის პრორუსმა გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ აფეთქებების შედეგად არავინ დაშავებულა და ზიანი არავის მიუღია.
კომენტარი