რჩევები ფრი თრეველის წარმომადგენლისგან , თუ როგორ დაზოგოთ დრო და თანხა ავიაბილეთის შეძენისას.
ზაფხული თავისთავად ბადებს კითხვას, სად გავატაროთ შვებულება ? ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები პირველ რიგში გვირჩევენ შევაჩიოთ მიმართულება და გადაადგილების საშუალებებზე თავიდანვე ვიფიქროთ. სწორედ ამიტომ , ხშირად ისმევა კითხვა - რა დრო ჭირდება მოგზაურობისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო, ავიაბილეთის თუ გადაადგილების სხვა საშუალების შეძენას? არის თუ არა რაიმე პროცედურებთან დაკავშირებული? შეგვიძლია თუ არა დავჯავშნოთ ბილეთი ? ამ და სხვა კითხვებზე ტურისტული კომპანია ფრი თრეველის ავიაბილეთების ოპერატორი სოფიო შიოშვილი მოგვაწვდის ინფორმაციას.
- პირველ რიგში მინდა გკითხოთ გაიზარდა თუა არა მოთხოვნა ბილეთებზე ?
მოგესალმებით, ზაფხულის სეზონზე მოთხოვნა ყოველთვის იმატებს. ამას დავუმატოთ ევროპასთან გაადვილებული მიმოსვლა ამ ყველაფერმა მოთხოვნა რა თქმა უდნა გაზარდა. წინ ,,ცხელი’’ სეზონი გველოდება
- გვიწევს თუ არა რაიმე პროცედურების გავლა ავიაბილეთის შესაძენად და რა დროში შევძლებთ ყველაფრის დასრულებას ?
პირველი ნაბიჯი გახლავთ მარშუტის შერჩევა, გასათვალისწინებელია რამოდენიმე ნიუანსი: თუ მგზავრს გადაჯდომა უწევს, რომელი ქვეყნის გავლით სურს მოგზაურობა, რამდენი ხანი უწევს გაჩერება. პირველი ეტაპის გავლის შემდეგ მგზავრი ბილეთს, რამოდენიმე წუთში იღებს.
- რას ნიშნავს ბილეთის დაჯავშნა ?
ავიაკომპანიების ნაწილი გვაძლევს საშუალებას კონკრეტულ თარიღზე არსებული ფასის გარკვეული პერიოდით შევინარჩუნოთ. აქვე მინდა ავღნიშნო, ზემოთ ხსენებული არ ეხება ყველა კლასის და ყველა ავიაკომპანიის ბილეთს. მაგალითად დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანიები ან თუ მოგზაურობის თარიღი მოახლოებულია არ გვაძლევს ჯავშნის საშუალებას.
- რამდენ ხანს ჩერდება ჯავშანი ?
ჯავშანი შეიძლება გაჩერდეს რაოდენიმე საათი ან კვირა. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მხოლოდ კონკრეტული რეზერვაციის შემდეგ მოგვდის, შეტყობინების სახით.
- რა დოკუმენტები უნდა ვიქონიოთ თუ გადაწყვეტილი მაქვს რომ ბილეთი შევიძინო ? შემიძლია თუ არა მხოლოდ პირადობის მოწმობით ბილეთის შეძენა ?
აუცილებელია მგზავრმა იქონიოს დოკუმენტი, რომელითაც აპირებს მოგზაურობას. თუ ქვეყანა რომელშიც მივემგზავრებით გვაძლევს საზღვრის გადაკვეთის საშუალებას მხოლოდ ID ბარათით ამ შემთხვევაში შესაძლებელია. აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ ორი ან მეტი პასპორტის მფლობელმა პირებმა ამ ნიუანსზე.
- თანამედროვე ცხოვრების ტემპი ხშირად დროის პრობლემის წინაშე გვაყენებს, რამდენად შესაძლებელია, რომ სატელეფონო ან ონლაინ კონტაქტით (სოციალური ქსელი, ელ ფოსტა) შევიძინო ბილეთი?
მოგეხსენებათ ყველა ავიაბილეთის ფორმატი გადასულია ელექტრონულზე . ამიტომ თუ მგზავრი ჩვენთან მოსვლას ვერ ახერხებს სატელეფონო კომუნიკაციის ან ელ. ფოსტით დახმარებით შესაძლებელია განრიგის შერჩევა და ბილეთის შეძენა. მგზავრი მხოლოდ ვალდებულია აეროპორში მისვლისას წარადგინოს პასპორტი. რის შემდეგაც ხდება მისი იდენთიფიცირება და ჩასხდომის ბარათების გადაცემა.
- პირად საუბარში აღნიშნეთ რომ ხშირია ონლაინ ნაყიდი ბილეთბით დაზარალებულები, ანუ ვერ პოულობენ საკუთარ თავს მგზავრთა სიაში ? ხდება თუ არა ღირებულების დაბრუნება ? ვინ იღებს პასუხისმგებლობას?
ინტერნეტ სივრცეში ძალიან ბევრი არასანდო ავიაბილეთების რეალიზატორი საიტი გვხვდება. დაზარალებული ხშირად პასუხის გარეშე და გაურკვევლობაში რჩება. როგორც წესი ავიაკომპანია არანაირ პასუხრს არ აგებს მომხდარზე, საიტის ადმინისტრაცია კი, თუ გაგიმართლათ და კეთილსინდისიერი აღმოჩნდა საკმაოდ ხანგრძლივ დროს ანდომებს ზარალის ანაზღაურებას.
- რას გვირჩევდით მათ ვისაც მოგზაურობა გვინდა შეღავათიან ფასად ? რა უნდა გავითვალისწინოთ ? შეგვიძლია თუ არა თანხის დაზოგვა ზაფხულის ,,ცხელ’’ სეზონზე ?
დაბალფასიანი ავიაბილეთის შეძენისათვის რეკომენდირებულია მისი შეძენა გაფრენამდე 6-8 კვირით ადრე. ასევე, ავიაბილეთების ძიებისას მნიშვნელოვანია ორიენტირება გააკეთოთ რეისებზე, რომლებიც კვირის სამუშაო დღეებში ხორციელდება, ვინაიდან დასვენების დღეებში ბილეთების ფასი ოდნავ მაღალია.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მობრძანდეთ „Free Travel“-ის ოფისში:
მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N175,
ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას N38,
ან დაგვიკავშირდეთ:
მობილური: +995 599059922; +995 595429955
ვებ.გვერდი: www.freetravel.ge
ელ.ფოსტა: [email protected]; [email protected]
Skype: LTDFreeTravel
https://www.facebook.com/FreeTravelLTD
კომენტარი