არასპორტული საქციელისთვის ფეხბურთელებს მკაცრად დასჯიან
არასპორტული საქციელის გამო ფეხბურთის ფედერაცია საჯელს გაამკაცრებს. სხდომა, სადაც საფეხბურთო გუნდებისთვის და კონკრეტული ფეხბურთელებისთვის ასეთ შემთხვევებში დასაწესებელი სანქციები უნდა განიხილონ, ფედერაციაში ამ წუთებში იწყება.
ქართულ ფეხბურთში არცთუ იშვიათია ჩხუბი არამარტო სტადიონზე, არამედ საფეხბურთო მინდვრებზეც. ყოფილა შემთხვევები, როცა მასობრივ ჯგუფში ორი მეტოქე გუნდის მთელი შემადგენლობა ჩართულა, მათ შორის მწვრთნელებისა და მასაჟისტების ჩათვლით. ასევე ხშირია მსაჯების შეურაცხყოფა.
როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა აცხადებს, გამოსავალი მკაცრი ზომების მიღებაა. "არა აქვს მნიშვნელობა, ინ იჩხუბებს – ფეხბურთელი, მწვრთნელი თუ ექიმი – ყველა უმკაცრესად დაისჯება. და ეს იქნებ არამარტო მატერიალური, არამედ სუფთა მორალური კუთხით დაჯარიმება. ასეთ უმსგავსობებს ბოლო უნდა მოეღოს".
ფეხბურთის ფედერაციის სხდომა 11 საათზე დაიწყო და ცოტა ხანში სანქციების გამკაცრების სესახებ ოფიციალური განცხადებაც გაკეთდება.
კომენტარი