სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საჩხერის სამთო მომზადების სკოლა, ჩოჩიევს შიშებს აღუძრავს

ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებს, საჩხერის სამთო მომზადების სკოლა აღიზიანებთ. ამ ობიექტთან დაკავშირებით, სეპარატისტულ რეჟიმს კოშმარები მას შემდეგ დაეწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ “პარტნიორობა მშვიდობისათვის” სტატუსის მქონე სკოლა სამთო მიმართულებით, როგორც ნატო-ს, ისე მისი პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს მოამზადებს.

ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელს, ბორის ჩოჩიევს ისიც აშფოთებს, რომ, როგორც თავად დაუთვლია, უპილოტო მზვერავ აპარატებს, ბოლო პერიოდში, ცხინვალის “დამოუკიდებელი ზეცა”, 14-ჯერ დაურღვევიათ, მთლიანად საქართველოში კი, ნატო-სა და საქართველოს ერთობლივი ღონისძიებები გახშირებულა.

ჯერჯერობით უცნობია, რას მოითხოვს ბორის ჩოჩიევი – საჩხერის სკოლის გადატანას, გაუქმებას თუ საქართველო-ნატო-ს ურთიერთობების გაწყვეტას, მაგრამ ძალიან რომ შეშინებულა, ფაქტია. მაგრამ კმაყოფილია იმით, რომ “უტყუარი მტკიცებულება” მოიპოვა იმისა, რომ თბილისი აგრესიისათვის ემზადება და მას ამაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნები უჭერენ მხარს.

“საჩხერის სამთო სკოლაში მიმდინარე პროცესები და ნატო-ს ღონისძიებები საქართველოში ერთმანეთთან რაღაც კავშირშია და ვიცი, რომ ეს მორიგი აგრესიისათვის სამზადისია”- ასეთ „ანალიტიკურ დასკვნას“ აკეთებს ჩოჩიევი და აპირებს, ეს ფაქტები ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე გააპროტესტოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100