სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთში მულტიმილიონერების რიცხვი იზრდება

რუსი მულტიმილიონერების რიცხვი 2011 წლისათვის 13 პროცენტით გაიზარდა, აცხადებს კვლევის შედეგებზე დაყრდნობით კომპანია Boston Consulting.

Boston Consulting-ის მონაცემების მიხედვით, 2011 წელს, რუსული ოჯახების რიცხვი, რომლებიც ლიკვიდურ აქტივებს ფლობენ, რომლის ფასიც 100 მილიონ დოლარს აღემატება, 680 შეადგენდა. ლიკვიდირული აქტივების ქვეშ მოიაზრება ნაღდი ფული ბანკში, ან ფასიანი ქაღალდები. სხვადასხვა აქტივების ღირებულება, მათ შორის უძრავი ქონება, კვლევისას გათვალისწინებული არ იყო.

რეიტინგში, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნის მულტიმილიონერების რიცხვს ადგენდა, რუსეთმა მეოთხე ადგილი დაიკავა. მას აშშ, დიდი ბრიტანეთი და გერმანია უსწრებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100