"შე, სამარცხვინო, მაიმუნო ქალო“- თინათინ ბოკუჩავამ და ეკა ბესელიამ იჩხუბეს
დაპირისპირება თინათინ ბოკუჩავას და ეკა
ბესელიას შორის - პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური ეკა ბესელიას
განცხადებას მოჰყვა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ დაპირისპირებაში ირაკლი
კობახიძე ჩაერია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის
ბრალდებები გააპროტესტა, რომელიც მესამე პრეზიდენტის მხრიდან თინა
ბოკუჩავასთვის გაკეთებულ საჩუქარს ეხებოდა. „შენი შვილის საქმეებს ვთარგმნიდი მე NDI-ში, დაგავიწყდა ხომ? შე,
სამარცხვინო ქალო, შენა. შენ გგონია, რომ გაგივა ხომ ეს ყველაფერი. შენი
ყაჩაღი შვილის საქმეებს ვთარგმიდი მე NDI-ში... კარგად იცი შენ ჩემი
წარსული და ამიტომ ენას კბილი დააჭირე შე, მაიმუნო ქალო,“ - მიმართა
ბოკუჩავამ ეკა ბესელიას.
კომენტარი