სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კარგი ამბავი გვაქვს სამხრეთიდან..." - რა ვითარებაა უკრაინაში, რას აცხადებს ზელენსკი

უკ­რა­ი­ნულ­მა ძა­ლებ­მა სამ­ხრე­თით 41 და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, - ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და. "კარ­გი ამ­ბა­ვი გვაქვს სამ­ხრე­თი­დან. უკ­რა­ი­ნის დრო­შე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც უბ­რუნ­დე­ბი­ან თა­ვი­ანთ კუთ­ვნილ ად­გილს მიმ­დი­ნა­რე თავ­დაც­ვი­თი ოპე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, უკვე ათო­ბით არის. 41 და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი გა­თა­ვი­სუფ­ლდა. მად­ლო­ბა ყვე­ლა ჩვენს გმირს, ვინც უზ­რუნ­ველ­ყოფს ამ წინსვლას“,- აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ. მან უკ­რა­ი­ნელ სამ­ხედ­რო­ებს თავ­და­დე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი ვართ, უნდა გვახ­სოვ­დეს ახლა და სა­მუ­და­მოდ, რას ნიშ­ნავს ეს წინსვლა - ჩვე­ნი თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი წარ­მო­ად­გენს უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის გა­ღე­ბულ სი­ცო­ცხლეს”, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ. მისი თქმით, უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა უნდა გა­ი­ა­რონ მთე­ლი გზა "ბრძო­ლის ველ­ზე და დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში", რათა უკ­რა­ი­ნის დრო­შე­ბი ქვეყ­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დაბ­რუნ­დეს. "ბო­ლომ­დე უნდა გა­ვი­ა­როთ გზა ბრძო­ლის ველ­სა და დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში იმი­სათ­ვის, რომ ჩვე­ნი დრო­შე­ბი, უკ­რა­ი­ნის დრო­შე­ბი აღი­მარ­თოს მთელ ჩვენს მი­წა­ზე და აღა­რა­სო­დეს მტრის სამ­ფე­რი დრო­შე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100