სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჯორჯიან ეარვეისის“ თვითმფრინავი, რომელსაც აფრენიდან რამდენიმე წუთში პრობლემა შეექმნა, თბილისის აეროპორტში დაჯდა

"აირზენას" თვითმფრინავი, რომელსაც ტექნიკური პრობლემა შეექმნა, თბილისის საერთაშორისო აერპორტში დაეშვა. ფლაი რადარის მონაცემებით, თვიმფრინავი ამ დროისათვის რუსთაველის სახელის აეროპორტშია გაჩერებული.

თვითმფრინავი, რომელიც თბილისი-მილანის რეისს ასრულებს, რამდენიმე წუთის განმავლობაში თბილისის აეროპორტის თავზე დაფრინავდა.

"პირველების" ინფორმაციით, აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რის გამოც უკან დაბრუნება გადაწყვიტა.

"ბორტს აქვს რადიოკავშირის ხარვეზი, ამის გამო თვითმფრინავი უკან დაეშვება თბილისის აერპორტში, ხარვეზის გამოსწორების შემდეგ კი შეასრულებს რეისს" - უთხრეს "პირველებს" ავიაკომპანია "აირზენაში".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100