სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს პარლამენტის ვირტუალურ თავმჯდომარეს Facebook-ზე აირჩევენ

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ხელისუფლება "Facebook"-ის ქსელში ვირტუალურ არჩევნებს ატარებს.

უკვე შექმნილია სპეციალური კომპიუტერული პროგრამა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის "ფან-გვერდზე" განთავსდა და ამ საარჩევნო თამაშის მთავარი ამოცანა პარლამენტის ვირტუალური თავმჯდომარის არჩევაა.

პროგრამის არსი შემდეგში მდგომარეობს: ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ე.წ. ამომრჩევლად ან პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად დარეგისტრირდეს და ქსელში საკუთარი პროგრამა წარადგინოს.

ხმათა უმრავლესობით არჩეული "პარლამენტის სპიკერი" ერთ დღეს პარლამენტში გაატარებს და არავირტუალურ თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან ერთად ყველა ფორმალურ და არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

"პროგრამა სამოქალაქო აქტიურობას გაზრდის და ახალგზარდებში არჩევნების იდეის პოპულარიზაციას მოახდენს. "Facebook"-ის ძირითადი მომხმარებლები სწორედ რომ ახალგაზრდები არიან" - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100