ქერჩის სრუტეში 2 გემს ცეცხლი გაუჩნდა - დაიღუპა 11 ადამიანი
შავ ზღვაში, ქერჩის სრუტეში ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავ 2 გემს, "ქენდისა" და "მაესტროს" ცეცხლი საწვავის გადატანის დროს გაუჩნდა.
წინასწარი ინფორმაციით ერთი გემიდან მეორეზე თხევადი გაზი არალეგალურად გადაჰქონდათ. გარდაცვლილია 11 ადამიანი, 10 დაშავებული ევაკუირებულია და კიდევ 10 უკვალოდ დაკარგულია. სამაშველო ოპერაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ახორციელებს. მეხანძრეები აცხადებენ, რომ ცეცხლის ჩაქრობა შეუძლებელია, ისინი გაზის სრულ დაწვას ელოდებიან, თუმცა ალმოდებულ გემებზე აფეთქების საშიშროება არსებობს.
კომენტარი