სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კირკიტაძე იქნება ერთ-ერთი მთავარი მესაფლავე ივანიშვილის რეჟიმის" - მიხეილ სააკაშვილი

დავით კირკიტაძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება და ამბობს, რომ კირკიტაძე იქნება ივანიშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი მესაფლავე.


"დავით კირკიტაძის ციხეში ჩასმით ოლიგარქი ცდილობს ჩვენი მოძრაობის განეიტრალებას და სხვების დაშინებას... მაგრადაც ცდება... დაიმახსოვრეთ, კირკიტაძე იქნება სწორედ ერთ-ერთი მთავარი მესაფლავე ივანიშვილის რეჟიმის სულ მალე... ყოჩაღ,დათო! ვამაყობ შენი თანამებრძოლობით და ქედს ვიხრი შენი შეუპოვრობის წინაშე..." - წერს სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100