სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცესკოს წინასწარი შედეგები - ვინ ლიდერობს ყველა მუნიციპალიტეტში პროპორციული შედეგებით?

ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, ყველა მუნიციპალიტეტში პროპორციული შედეგებით, "ქართული ოცნება" ლიდერობს. რამდენიმე მუნიციპალიტეტის გარდა , მეორე ადგილს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იკავებს. 10-მდე თემში მეორე ადგილს "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია" იკავებს.
ასევე მთელ საქართველოში საარჩევნო სუბიექტების პროპორციული შედეგებით, "ქართული ოცნება" 51.5%-ით პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა" 21.87%-ით, ხოლო მესამეზე – "ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია" 10.27%-ით.
3637 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 1769 უბანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100