სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მედიის ცნობით, სამხედრო თავდასხმას 18 პირი ემსხვერპლა

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში რადიკალური მოძრაობა „თალიბანმა“ სამხედროებზე თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც ტელეარხ TOLO News-ს ძალოვან უწყებებში თავისმა წყარომ განუცხადა, ავღანეთის ჯარის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რასაც 18 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.

ამასთან ერთად, პროვინციის გუბერნატორის პრესმდივანმა, ომარ ზვაკმა განაცხადა, რომ აფეთქებას 5 სამხედრო ემსხვერპლა და კიდევ 5 დაიჭრა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ უკვე აიღო.

აშშ-სა და „თალიბანს“ შორის შეთანხმება თებერვლის ბოლოს შედგა. დოკუმენტის მიხედვით, შეერთებული შტატები და ნატოს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ მათი ყველა სამხედრო ავღანეთს სრულად 14 თვის განმავლობაში დატოვებს. „თალიბანმა“ შეთანხმება დაარღვია და საბრძოლო მოქმედებები განაახლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100