სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბორჯომის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეს ტყეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ადგილზე ჯერჯერობით მხოლოდ ცოცხალი ძალა მუშაობს - დაახლოებით 60 მეხანძრე-მაშველი. იქვე მობილიზირებულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, თუმცა ხანძრის ადგილი მიუვალია და მათი იქ შეყვანა ვერ ხერხდება. მიუხედავად ამისა, დასახლებულ პუნქტებთან ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, რადგან ტყე მოშორებით არის. მიმდინარეობს ტყის გაწმენდა, რათა სახანძრო მანქანებმა შეძლონ ადგილზე შესვლა. ამ ეტაპზე ვერტმფრენის ჩართვა ხანძრის ლოკალიზების პროცესში არ იგეგმება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100