სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სალომე ჯაშის ახალი დოკუმენტური ფილმის პრემიერა შვეიცარიაში, ნიონის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება

სალომე ჯაშის ახალი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის “დაისის მიზიდულობა” (THE DAZZLING LIGHT OF SUNSET) პრემიერა შვეიცარიაში, ნიონის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება.ფილმი კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია წარდგენილი."დაისის მიზიდულობა" საქართველოს და გერმანიის კოპროდუქციაა. იგი რეგიონული სატელევიზიო არხის საშუალებით ერთი პატარა ქალაქის შესახებ მოგვითხრობს, სადაც რიტუალები და ტრადიციები, ნორმები და დოგმები ცხოვრების წესს განსაზღვრავს და სადაც თანამედროვე მსოფლიოს ანარეკლიც იჭრება.
ფილმი ძირითადად წალენჯიხის რაიონშია გადაღებული. იგი საქდოკ ფილმის პროდუქციაა, რომელიც საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, რობერტ ბოშის ფონდის, საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ფრანგულ-გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებლის “არტეს” მხარდაჭერით შეიქმნა.
ქართველი მაყურებელი სალომე ჯაშს იცნობს ფილმით “ლიდერი ყოველთვის მართალია”. ასევე მისი ფილმი “ბახმარო” რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორია.
ნიონის კრეატიული დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 1969 წელს დაფუძნდა. იგი დოკუმენტური ფილმების პირველი ფესტივალი იყო, რომელმაც გზა გაუხსნა და ასპარეზი მისცა ე.წ. აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნების დოკუმენტალისტიკას. ფესტივალზე წარდგენილ ფილმებში ყოველთვის მკაფიოდ არის გამოხატული რეჟისორის ხედვა კრეატიული კინემატოგრაფიული ხერხით, თავად ფილმები კი ნოვატორული, დამაინტრიგებელი და დროის შესაბამისია, რაც საზოგადოების დაინტერესებას და დისკუსიაში ჩართვას უწყობს ხელს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100