"მიმაქვს დიდ ბრაზი სისტემის მიმართ და ყველა საფუძვლიანი კრიტიკა ჩემ მიმართ" - ბექა წიქარიშვილი საქართველოს ტოვებს და საბერძნეთში მიემგზავრება
ბექა
წიქარიშვილი დასასვენებლად საბერძნეთში მიფრინავს. ნახეთ რას წერს თეთრი ხმაურის
მოძრაობის წევრი.
„მოდით
დავიწყოთ ბოდიშით, ბოდიში! ...
ბევრი ფიქრის და ჭიდილის ფონზე გადავწყვიტე არ გავაუქმო იანვარში აღებული ფრენა და დედაჩემთან საბერძნეთში წავიდე. ხუთწლიანი სტრესული ოდისეის დასასრულს ეს ისაა რაც მჭირდება. ერთი თვით გტოვებთ, უნდა დავისვენო, გახურებული გონება გავაგრილო, შორიდან შევხედო ყველაფერს და მომავალზე ვიფიქრო. ვტოვებ სალი კლდეების სამშობლოს და 18 წლიანი წყვეტის შემდეგ ვუბრუნდები ეგეოსის ზღვის სამშობლოს, ადგილებს სადაც ბავშვობის საუკეთესო წლები გავატარე. ვღელავ, დღემდე ჩემი სიზმრების ნაწილია ეს ქვეყანა და არ ვიცი როგორ დამხვდება. მიმაქვს დიდ ბრაზი სისტემის მიმართ და ყველა საფუძვლიანი კრიტიკა ჩემ მიმართ.
ერთხელ უკვე ვთქვი,
რომ დემორალიზებული ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს დემოტივირებულს, პირიქით, უფრო დიდზე მეფიქრება, უფრო ყოვლისმომცველზე, ახალზე. ჯერ არ ვიცი რისი, მაგრამ ახალი მშობიარობა იწყება. ასე ვიყავი მაშინაც, "თეთრი ხმაური"
რომ იბადებოდა.
რას ვაპირებ მიმდინარე პროცესებზე? უფრო ის ვიცი რას არ ვაპირებ. გუშინ უკვე მედიითაც ვთქვი უარი მინისტრებთან სამაგიდო ფორმატზე, არაფერი მესაქმებოდა ისედაც მანდ, "ბესედკებში" და მეგობრების მაგიდებზე ჯდომა მირჩევნია. ექსპერტები თუ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს დაე განაგრძონ. ჩემთვის სიმულაციაა ეგ მაგიდა. თუ ცვლილებას აპირებენ უჩვენმაგიდოდაც იზამენ როგორმე. თუ ჩემს ჩამოსვლამდე კანონს მიიღებენ (ამინ), შორიდან მომილოცეთ, თუ არა (ტფუი ეშმაკს), ჩამოვალ და ახალი სტრატეგიით განვაგრძოთ წინააღმდეგობა. იცით ალბათ წიქარა ვარ, ხალხური ზღაპრიდან, მართალია ერთი რქა გამიცვდა, მაგრამ მეორე უფრო ძლიერი მაქვს რეზერვში
კიდევ ერთი რამ ვიცი, ერთადერთი აქცია რომლის ორგანიზატორიც ამის შემდეგ ვიქნები, ის აქციაა სადაც ავტობუსებით მივალთ.
მიყვარხართ და ვიმედოვნებ არ მიწყენთ დასვენებას, მართლა გადავიწვი, ხუთი წელია არ გავჩერებულვარ“.
კომენტარი