სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ არ იაფდება პური და საწვავი და რატომ არ იკლებს გადასახადი ელექტროენერგიასა და გაზზე - გიორგი კაპანაძე გამოსავალზე საუბრობს

რატომ არ იაფდება პური და საწვავი და რატომ არ იკლებს გადასახადი ელექტროენერგიასა და გაზზე
რა არის გამოსავალი? - ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კაპანაძე საუბრობს.

“თავის დროზე, ელექტრო ენერგიასა და გაზზე ფასები გაიზარდა იმ მიზეზით რომ ლარი გაუფასურდა, რაც მძიმე ტვირთად დააწვა ხალხს.
თავის დროზე, პურის ფასმა მოიმატა იმიტომ რომ ლარის კურსი დაეცა, რამაც იმპორტირებული ფქვილისა და ხორბლის გაძვირება გამოიწვია.
თუმცა, ახლა ლარი გამყარდა, მაგრამ არც ელექტრო ენერგიისა თუ გაზის გადასახადი გაიაფებულა და არც - პური.

ელექტრო ენერგიაზე, გაზზე და პურზე ფასი იგივე დარჩა.
მსგავსი ვითარებაა ნავთობის ბიზნესშიც. როდესაც ნავთობის ფასი იმატებს, საერთაშორისო ბაზარზე, მყისიერად იმატებს საწვავის: ბენზინისა თუ დიზელის ფასი - საქართველოშიც.

ხოლო როდესაც ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად ეცემა, ბენზინისა და დიზელის ფასი ან იგივე რჩება ან უმნიშვნელოდ იკლებს.
ამ ყველაფრის მიზეზი კი, არის კლანური, ოლიგარქიული მმართველობა და მონოპოლიები.

თქვენს ფულს იპარავენ, თქვენ გაღარიბებენ, თავად - მდიდრდებიან.
ცემენტის მონოპოლია, საბანკო მონოპოლია, მონოპოლია ელექტრო ენერგიის, ნავთობის, რუსეთიდან შემოტანილი ხორბლის, ფქვილის ბიზნესში…
ყველა მსხვილ ბიზნესს აკონტროლებს ოლიგარქიული კლანი. შედეგად - ხალხი უარეს დღეში ვარდება…
რა არის გამოსავალი?

ოლიგარქიული რეჟიმი შესაცვლელია ჩვენი აქტიური მოქმედებებით და ერთობით” - ამბობს გიორგი კაპანაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100