სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მაპატიე, რომ...“ - ემოციური წერილი ნანუკა ჟორჟოლიანს საკუთარი ქალიშვილისგან

ნანუკა ჟორჟოლიანი დღეს იუბილარია. მრავალ მილოცვათა შორის გამორჩეული გახლავთ მისი ქალიშვილის მარიამ გეგუჩაძის ვრცელი ფეისბუქ პოსტი, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„ესეიგი, არ დავიწყებ ჩემ მოლოცვას იმით რო მეზიზღება ვითომ ესეთი რაღაცეები იმიტო რო პირიქით, მინდა რომ მთელმა ქვეყანამ იცოდეს როგორი ხარ (მიუხედავად იმისა რო არც მთელი ქვეყანა არ მყავს ფეისბუქში და ვერც გადმოვცემ როგორიც ხარ) .

იმის ახსნასაც არ დავიწყებ როგორ მიყვარხარ იმიტომ რომ მთელი გულით და ყველა უჯრედით, ამოსუნტკვით და მოძრაობით მიყვარხარ რო მართლა აუჭწერელია.

შენ=მე.

მგონია რო მაგრად გამიმართლა შენნაირი ადამიანი რო მყავს მაგალითად. შენში სიკეთე და სინათლე იმდენია რამდენიც არ მინახავს არასდროს არავისში.

უანგაროდ კეთილი ხარ და ჩვენ ამ შენ გულს და სიკეთეს აღვიქვავთ უკვე ჩვეულებრივად, იმიტო რო შენ შენი ყოველდღიური საქციელებით შეგვაჩვიე ამ ყველაფერს და მხოლოდ ამიტო არ გიხდით მადლობას იმისთვის როგორიც ხარ.

ყველაზე ბედნიერი ვარ ჩემი ნაწილი რო ხარ.

მაპატიე რო ვერ გაფასებ.

ყველაზე მაგრა მიყვარხარ და არ ვიცი, იმ ყველაფერს გისურვებ რაც ჩემი თავისთვისაც არ მემეტება. გილოცავ დე“ - წერს გეგუჩაძე პირად ფეისბუქ გვერდზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100