სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავსტრიაში, ლინცის საერთაშორისო კინოფესტივალზე Crossing Europe 3 ქართული ფილმი მიიღებს მონაწილეობას

ავსტრიაში, ლინცის საერთაშორისო კინოფესტივალზე Crossing Europe 3 ქართული ფილმი მიიღებს მონაწილეობას.ფესტივალზე აჩვენებენ დათა ფირცხალავას მოკლემეტრაჟიან ფილმს "მამა", რომელიც შარშან ლოკარნოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა და ოქროს ლეოპარდით დაჯილდოვდა.
ასევე ლინცის კინოფესტივალზე შედგება უგის ოლტეს ფილმის "ორმაგი უცხოები" ჩვენება. ფილმი CinéDOC-Tbilisi 2015 - ის ერთ-ერთი სექციის "კავკასია ფოკუსში" გამარჯვებულია.იგი საქართველოსა და ლატვიის კოპროდუქციაა.
ლინცის საერთაშორისო კინოფესტივალზე Crossing Europe დოკუმენტური კინოს საკონკურსო პროგრამაშია სალომე მაჩაიძის,თამუნა ქარუმიძისა და დავით მესხის ფილმი "როცა დედამიწა მსუბუქია".ფილმი უკვე გახდა IDFA 2015 First Appearanace Award-ისა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ქართული დოკუმენტური ფილმის პრიზის მფლობელი და ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე მოგზაურობას განაგრძობს.
სამივე ფილმი, რომელიც ლინცის კინოფესტივალზე იქნება წარმოდგენილი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიიქმნა.კინოფესტივალი ავსტრიაში 2016 წლის 20-25 აპრილს ჩატარდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100