სასწრაფო ცნობა: ესპანეთში მიწისძვრა მოხდა
ესპანეთში მოხდა მიწისძვრა, რომლის შედეგადაც, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაინგრა შენობები. ესპანეთის მთავრობამ უმალვე განათავსა არმიის საგანგებო დახმარების შენაერთები მიწისძვრით დაზარალებულ სამხრეთ ესპანეთში, ქალაქ ლორკის გარშემო.
(რადიო "თავისუფლება") - რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაცია
სხვა ესპანურ წყაროებზე დაყრდნობით ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიწისძვრის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა.
მიწისძვრის ეპიცენტრი მადრიდიდან 350 კილომეტრშია. სიმძლავრემ 5, 3 ბალი შეადგინა. სიმძლავრის მონაცემები აშშ-ს გეოლოგიურმა სამსახურმა ეს წუთია, გამოაქვეყნა. დამატებითი ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.
კომენტარი