დავით ნარმანია ,,პენსიონერთა კავშირის“ წევრებს შეხვდა
მხარდამჭერთა დარბაზში მორიგი შეხვედრა კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ ,,პენსიონერთა კავშირის“ წევრებთან გამართა.
დედაქალაქის მერობის კანდიდატი პენსიონრებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე ესაუბრა, მუნიციპალური პროგრამების გაფართოების ძირითადი გეგმა გააცნო და აღნიშნა, რომ 4 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით 800 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომუნალურ გადასახადებსა და მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათების გაზრდაზე. საუბარი შეეხო ასევე სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას.
კომენტარი