სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

GEM fest-ზე დასწრება ყველასთვის 50 ლარი გახდა

GEM fest-ის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ისინი, ვინც ამჟამად ჯერ კიდევ არ იმყოფებიან ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, ეძლევათ უნიკალური შანსი, რომ ყოველ საღამოს, 4 დღის განმავლობაში, მსოფლიო დონის ყველაზე გრანდიოზულ შოუ პროგრამებს სულ რაღაც 50 ლარად დაესწრონ. ორგანიზატორების გადაწყვეტილება საზოგადოების განსაკუთრებით მაღალმა ინტერესმა განაპირობა.

ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე უკვე იმყოფება ათასობით დამსვენებელი, მათ შორის არიან სტუმრები უკრაინიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან. გარდა ამისა, ფესტივალის განსაკუთრებულ სტუმრებს შორის არიან აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსული მოსახლეობა.

GEM fest-ის ჯადოსნური საღამოები მსოფლიოში აღაირებულ ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავებთან ერთად 7 აგვისტომდე გასტანს, თუმცა MULTI-გართობა ამით არ მთავრდება! კიდევ 2 დღის განმავლობაში, 9 აგვისტოს ჩათვლით, გაიმართება after party, რომელიც თავს მთელი წლის განმავლობაში აუცილებლად გაგახსენებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100