ციციშვილის კლინიკაში 8 წლის ინტუბირებული ბავშვის დგომარეობა მძიმეა
ციციშვილის კლინიკაში 60 კოვიდინფიცირებული ბავშვი გადის მკურნალობას, საიდანაც 21 რეანიმაციული პაციენტია.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის ინფორმაციით, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 3 ბავშვი. აქედან მძიმეა 8 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომლის დაინტუბირებაც გახდა საჭირო.
"ამჟამად კლინიკაში 100-მდე პაციენტია, აქედან 60 არის ბავშვი. რეანიმაციაში კვლავ 21 პაციენტია, გვაქვს ადგილები, კლინიკაშიც არის ადგილები იმიტომ, რომ მომართვიანობა გაცილებით შემცირებულია.
რეანიმაციაში 3 ბავშვი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, ამათგან ერთ-ერთი 15 წლის ბავშვი მოიხსნა მართვითი სუნთქვიდან, მაგრამ ამჟამად დაინტუბირებულია და მართვით სუნთქვაზე გადავიდა 8 წლის სხვა პაციენტი, რომელიც ასევე ჰოსპიტალიზირებულია სხვა კლინიკიდან.
2 მშობელი გვყავს ინფიცირებული, თუმცა ვაქცინირებული არიან ორჯერადად და მათი მდგომარეობა მსუბუქად მიმდინარეობს კოვიდინფექციის მხრივ, სხვა ყველა ინფიცირებული მშობელი არის არავაქცინირებული," - აცხადებს მაია ჩხაიძე.
კომენტარი