სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მეზიზღება თანაც ო, რა ძლიერ, სიყვარულს რომ იმათხოვრებს კაცი"

სიყვარულის
მათხოვარი
გახდი,
სიამაყე
გადათელე
გრძნობით.
ჩემს თვალებში ჩამოფასდი,
გატყდი,
თავს შეიქცევ
მოგონების
ტკბობით.
მეზიზღება
თანაც ო, რა ძლიერ,
სიყვარულს რომ
იმათხოვრებს
კაცი.
მოკლული ხარ, თანაგრძნობის
მიერ.
უდაბნოში
განტევების
ვაცი.
ალბად სევდას
კვლავ
ჩამოთოვს
წლები..
სიყვარულს რომ დამშეული ნატრობ.
ყოველ ღამე სიძულვილთან წვები.
მთვარეს შენი სინანულით ათრობ.
როგორ გინდა
შეუყვარდე
მასაც,
მეათასე
დაიწერა ლექსი.
მეზიზღება
პათეთიკის
ზღვა და
მარტოობის
უსასრულო წესი.
-არ უყვარხარ?
გულს არ
მისცე ნება
ნარჩენებით
გაიტანოს თავი.
მოწყალებით
შეძლოს სულის რჩენა,
სიამაყეს
აუტეხოს
ავი.
არ გეკუთნის?
შეეშვი და მორჩა,
მათხოვარი
ნუ გახდები
ტრფობის.
გზების
მიღმა
განსაცდელი
მოჩანს,
სიძულვილი თანაგრძნობით
მოდის.

გვანცა ლომაძე
03.09.2014

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100