8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი ნუ განმარტოვდებით. საყვარელი ადამიანების გვერდით თავს ბედნიერად და დაცულად იგრძნობთ. კარგი დღეა სეირნობის, მგზავრობისთვის, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.
კურო
წიგნების, ინსტრუმენტების ყიდვა მოგინდებათ. ზოგიერთი საჩუქრებს არჩევს, ზოგი - თავად დაამზადებს. იყავით მზად რომანტიკული თავგადასავლებისთვის.
ტყუპი
წამიერად შეძლებთ ნებისმიერ ადამიანთან დამეგობრებას. საუბარი და ინფორმაციების გაცვლა განწყობას გაგიუმჯობესებთ. შეიძლება საყვარელ ადამიანზეც გაიგოთ სიახლე.
კირჩხიბი
კარგი დღეა გარემოს შესაცვლელად. ეცადეთ, სასიამოვნო საქმიანობაზე გადაერთოთ. ნუ დაიტვირთავთ თავს რუტინით. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანებისადმი.
ლომი
სიახლეების, ახალი ადამიანის გაცნობის დღეა. ეცადეთ, ყველგან და ყველასთან თავისუფლად იყოთ. მეტად
ქალწული
ყველაფერი იცით და ყველგან უნდა შეძლოთ თქვენი ნიჭის, ერუდიციის გამოვლენა. ამასთანავე, დღეს ყველა კითხვაზე მიიღებთ პასუხს. გარშემო მყოფები თქვენგან საინტერესო სიახლეებს ელიან.
სასწორი
შეხვედრების, რომანტიკული განწყობის დღეა. ზოგიერთი შინ მეგობრებს უმასპინძლებს. ურთიერთობაში ზომიერი ინტრიგა დასაშვებია.
მორიელი
დაეხმარეთ გარშემო მყოფებს პრობლემების მოგვარებაში. დღეს ყველგან სასურველი სტუმარი იქნებით, მაგრამ მეტი დრო თქვენთვის საყვარელი ადამიანების გვერდით გაატარეთ.
მშვილდოსანი
შეხვედრების, საუბრების, ექსპერიმენტების დღეა. დაძლიეთ ფსიქოლოგიური კომპლექსი, შიშები. შეიძლება საიდუმლოებებიც შეიტყოთ. თუმცა, გაფრთხილდით, არავინ მოგატყუოთ.
თხის რქა
პირადი სურვილების ასრულება მომავლისთვის გადადეთ და დღევანდელ დღეს სხვების სიამოვნებაზე იზრუნეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. განსაკუთრებით მანდილოსნებთან.
მერწყული
მხოლოდ მნიშვნელოვანი ვალდებულებები შეასრულეთ და მეტი დაისვენეთ. გამონახეთ დრო მეგობრებისთვის, სეირნობისთვის. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.
თევზები
შეხვედრების, ნაცნობობის, მიმოწერის დღე გელით. წარმატება ელოდებათ ლიტერატურისა და პროგრამირების სფეროში მომუშავეებს. საღამო საყვარელი ადამიანის გვერდით გაატარეთ.
კომენტარი