რას ფიქრობს და რას ამბობს სააკაშვილის ორეული პრეზიდენტზე?
ქართლოს ნატროშვილი საქართველოს პრეზიდენტის პაროდიით ფართო საზოგადოებამ რამდენიმე თვის წინ გაიცნო, მაგრამ საოცარი მსგავსების გამო მისი ნიჭი არამხოლოდ რიგითმა მოქალაქეებმა არამედ თავად პრეზიდენტმაც კი დააფასა. რამდენიმე დღის წინ ნანუკა შოუს ჩაწერაზე ქართლოსი ქვეყნის პრეზიდენტს პირადად შეხვდა და მათ ხანგრძლივი დიალოგიც ქონდათ, სწორედ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით დაუსვა ქართლოს ნატროვილს შეკითხვები droni.ge-მ. აღსანიშნავია, რომ სატელეფონო ინტერვიუს მსვლელობისას ქართლოსი ძირითადად პრეზიდენტის ხმით საუბრობდა და ზალიან ბევრს ხუმრობდა.
პირველად შეხვდი პრეზიდენტს?
რესტორანში, რომ მოვიდა კომედი არხის კორპორაციულზე პირველად მაშინ შევხვდი, ხელი ჩამომართვა, ცოტანი ხნით იყო მაშინ მოსული, სულ რაღაც 20 წუთით და ის იყო ჩვენი პირველი შეხვედრა.
რა შთაბეჭდილება დატოვა შენზე სააკაშვილმა?
უშუალო და კომუნიკაბელურია. იცი რა მინდა გითხრა აპოლიტიკური ვარ მე არცერთ არჩევნებზე არ ვარ ნამყოფი. უბრალოდ მიხეილ სააკაშვილის პაროდია გამომდის, პარლამენტის რომელიმე კომიტეტის თავმჯდომარე, რომ იყოს ან ნებისმიერი პრეზიდენტზე დაბალი თანამდებობის პირი მაინც გავაკეთებდი მიშას პაროდია იმიტომ, რომ რაღაცნაირი სხვანაირი ბუნების კაცია.
როგორ მიგიღო?
დადებიდათ შემხვდა, ესიამოვნა მის ხმაზე რომ დაველაპარაკე. მგავხარო მითხრა, ორივეს მეგრელი დედები, გვყავს და ეს რომ გაიგო ეგეც გაუხარდა. საღოლო, ყოჩაღო, ძალიან მოსწონდა მის ხმაზე რომ ველაპარაკებოდი. მითხრა კომედი შოუს ხშირად ვუყურებ და შენი ყველა სკეჩი ნანახი მაქვსო.
რაიმე ახალი მიმიკა ან გამოთქმა ხომ არ „დაამუღამე“ ამ შეხვედრის შემდეგ, ისეთი რომელსაც შემდეგ სკეჩებსი გამომადგება.
როგორიც მეგონა ზუსტად ისეთი აღმოჩნდა. რაც კადრში ჩანს, რაც ტელევიზორში მინახავს ზუსტად ეგეთია. კამერის წინაც და კამერის გარეშეც აბსოლუტურად ერთიდაიგივე ადამიანია და ახალი არაფერი დამიმუღამებია.
რაიმე ისეთი ხომ არ მოხდა შეხვედრისას რაც ეთერში არ გასულა მაგრამ საინტერსოა?
გადაცემის ჩაწერის დასრულების შემდეგ ფოტოები გადავიღეთ, მე სულ მისი ხმით ვსაუბრობდი და ფოტოების გადაღების დროსაც მისი ხმით ვუთხარი ფოტოგრაფს: ჰა რას შვები კადრში ვჩანვარ? გაოცდა მიშა და ბევრი იცინა, რადგან თვითონაც ამბობს ხოლმე თურმე ასე. არადა მე წინასწარ არ ვიცოდი, რომ ეს მისი ფრაზა იყო. მართლა გაოცებული იყო და ძალიან მგავხარ აზრობრივადო მეუბნებოდა.
არჩევნების შემდეგ ისევ აპირებ სააკაშვილის პაროდიების კეთებას?
თუ საინტერესო იქნება მაყურებლისთვის გავაგრძელებ რათქმაუნდა, მაგრამ თუ არა მაშინ მამაჩემიც, რომ იყოს საქართველოს პრეზიდენტი მის პაროდიას ვერ გავაკეთებ. სააკაშვილი ერთადერთი ადამიანია ვისი პაროდიის კეთებაც გამომდის.
კომენტარი