სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერეკლე დეისაძე მასტურბირებას რადიო „პალიტრას“ მიუძღვნის, გადაიღებს და გაავრცელებს

„არასაიდუმლო სირობის“ ავტორი გაბრაზებულია. ის აპირებს, რადიო „პალიტრას“ მასტურბირების პროცესი „უძღვნას“ და არამარტო უძღვნას, არამედ ინტერნეტით გაავრცელოს კიდეც. ერეკლე დეისაძე ახლა ამ პროცესის ანონსითაა დაკავებული და მიზანსაც მიაღწია: დღეს სრულიად ინტერნეტი ამ ინფორმაციამ წალეკა და, თავად განსაჯეთ, ბიძინა ივანიშვილის მიერ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის ინფორმაციაც კი „გადაჯოკრა“.

მორიგი „არასაიდუმლო სირობის“ იდეა, რომელიც ამ შემთხვევაში უფრო უშუალოდაა მიახლოებული იმას, რაზე მისანიშნებლადაც ავტორმა „სერობა“ „სირობით“ შეცვალა, დეისაძეს მას შემდეგ დაებადა, რაც რადიო „პალიტრის“ ეთერში მისი შემოქმედების განხილვას მოუსმინა. განხილვის პროცესში მაყურებლები რეკავდნენ, ერთმა მამაკაცმა კი ერეკლეზე და მის პროზაზე საუბრის დროს წარმოთქვა საყოველთაოდ ცნობილი უცენზურო, ქართული ფრთიანი ფრაზა: „სად ერეკლე და სად ჩემი **ე!“.

როგორც ერეკლე დეისაძე ამბობს, ამ ფრაზის გამოყენებას ის არ აღუშფოთებია - „ჩემი შემოქმედება ზოგს მოსწონს, ზოგს არა, ზოგს კი, იქნებ, მართლაც **ეობა ჰგონია, მერე რა მოხდა? მე იმაზე გავბრაზდი, რომ რადიო „პალიტრამ“ ინტერნეტში მხოლოდ ეს მონაკვეთი გაავრცელა, ხოლო მას შემდეგ, რაც დავუკავშირდი და ვიკითხე, რატომ გავრცელდა ინტერნეტში მხოლოდ ეს მონაკვეთი-მეთქი, მიპასუხეს - ჩვენ ჩვენი მეთოდები გვაქვს რეიტინგის ასაწევადო. ჰოდა, თუ მაგათ აქვთ შედგენილი, როგორ უნდა აიწიონ რეიტინგი, ნუ დაავიწყდებათ, რომ რეიტინგის აწევა არავიზე ნაკლებად არ ვიცი. მეც ჩემი მეთოდები მაქვს და ეს მეთოდი მასტურბირების გადაღება, მისი მიძღვნა „პალიტრისთვის“ და ინტერნეტში გავრცელება იქნებს“, - ამბობს ეპატაჟური ერეკლე დეისაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100