სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახა კალაძე: ხვალ გაიგებთ, რატომაც წავედი ნაკრებიდან...

კახა კალაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, რომელსაც ხშირად იყენებს სხვადასხვა შინაარსის განცხადებებისთვის, ნაკრებიდან წასვლის შესახებ საკუთარ განცხადებაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მან გულშემატკივარს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მხარდაჭერისთვის და დაამატა, რომ ნაკრებიდან მისი წასვლის გადაწყვეტილებას კონკრეტული საფუძვლები აქვს.

„გუშინ არ დავღალე საზოგადოება იმის ახსნით, თუ რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ხვალ ყველაფერს გაიგებთ და ვფიქრობ, თითქმის ყველა ადამიანი ამ სიტუაციაში ასე მოიქცეოდა, კიდევ ერთხელ, მადლობა ყველას. ძალიან გაფასებთ“, - წერს კალაძე „ფეისბუქში“.

„დრონი.ჯი“ შეგახსნებთ, რომ ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება კახი კალაძემ გუშინ, „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა, რასაც დამსწრეები მქუხარე ტაშით შეხვდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100