სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ შეცვლის მარგველაშვილს?

გიორგი მარგველაშვილს განათლების მინისტრის თანამდებობაზე მისი პირველი მოადგილე, თამარ სანიკიძე შეცვლის, - ამის შესახებ მარგველაშვილმა გუშინ, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში სტუმრობისას "გურიანიუსს" განუცხადა.

გიორგი მარგველაშვილი თამარ სანიკიძეს მინისტრის თანამდებობაზე ოფიციალურად დღეს წარადგენს.

სანიკიძე 2010 წლიდან 2012 წლის ოქტომბრამდე, გიორგი მარგველაშვილთან, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. პირველი მოადგილის თანამდებობა სანიკიძეს მარგველაშვილმა განათლების მინისტრის პოსტზე დამტკიცებისთანავე შესთავაზა.

როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს 13 ივლისს განუცხადა, ახალი კანდიდატურა პრემიერთან უკვე შეათანხმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100