სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახა კალაძე უახლოეს მომავალში ხაიშში ჩასვლას გეგმავს

დღეს, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია და ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს, ასევე პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა და 15 წარჩინებული სტუდენტი სტიპენდიით დააჯილდოვა.

"ენერგეტიკა ერთ-ერთი მოწინავე და განვითარებადი დარგია. საბჭოთა კავშირის პერიოდში ამ დარგში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სპეციალისტები გვყავდა. დღეს გვინდა, რომ ახალგაზრდების მონაწილეობით ეს დარგი განვითარდეს და გვყავდეს ქართველი სპეციალისტები, რომლებთანაც აქტიურად ვითანამშრომლებთ. დიდი რესურსი აქვს ჩვენს ქვეყანას, რომ მეზობლებზე არ იყოს დამოკიდებული ენერგეტიკული კუთხით", - განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე: _ ბატონო კახა, სტუდენტებთან შეხვედრისას თქვენ აღნიშნეთ, რომ ქვეყნისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია ერთ-ერთ სტრატეგიულ სექტორში - ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვა. რამდენიმე დღის წინ პრემიერმა განაცხადა, რომ უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკაში 7%-ით გაიზარდა. ერთ-ერთი მსხვილი ინვესტიციის განხრციელება სახელმწიფოს დაგეგმილი აქვს ხუდონჰესის პროექტის განხორციელებით. მეორე მხარეს კი დგას ადგილობრივი მოსახლეობა. ხაიშში სიტუაცია კვლავ დაიძაბა. ორი დღის წინ, ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ისევ დადო ფიცი, რასაც მოჰყვა წყევლა მათი მისამართით, ვინც ამ ფიცს გატეხდა.

თქვენ, როგორც ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი, რომლის უშუალო კურატორობის ქვეშ არის აღნიშნული საკითხი, რა კომენტარს გააკეთებდით ამაზე და როგორია სახელმწიფოს პოზიცია? _ კახა კალაძემ განაცხადა

_ ხუდონს რაც შეეხება, მე არაერთხელ გამიკეთებია ამასთან დაკავშირებით განცხადება და კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის და ენერგეტიკისთვის, ამ დარგის განვითარებისთვის.

ამ პროექტის ყველაზე დიდი პრობლემა არის სოციალური, ადგილობრივი მოსახლეობის საკითხი, რაც ძალიან სენსიტიური თემაა და ეს ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, მაგრამ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დავარწმუნოთ ადგილობრივი მოსახლეობა, რა მნიშვნელოვანი პროექტია ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ენერგეტიკისა და ეკონომიკის განვითარებისთვის.

მთავრობა იქნება კონსტრუქციული და შედეგიც იქნება.

მინისტრის თქმით, ის უახლოესს მომავალში ადგილობრივებთან ჩასვლას და შეხვედრას გეგმავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100