სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაგდა პაპიძის და: თორნიკეს სისხლი ყველა ნაფიცი მსაჯულის კისერზეა

თორნიკეს სისხლი ყველა ნაფიცი მსაჯულის კისერზეა, - ამის შესახებ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დამ ლანა პაპიძემ ნაფიცი მსაჯულების მიერ ვერდიქტის გამოტანის შემდეგ განაცხადა.
სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, სასამართლოს ეზოს გარეთ ლანა პაპიძის მონაწილეობით მცირე ინციდენტი მოხდა. პაპიძეების დედა ლიანა შამუგია ლანა პაპიძის მანქანაში ჩასმას ცდილობდა, თუმცა ის ავტომანქანაში არ ჯდებოდა და ხმამაღალ შეძახილებს აკეთებდა.

"პროკურატურამ დამიშინა ყველა მეგობარი. გვემუქრებოდა ჩვენ, ჩემს ქმარს. პროკურატურას ყველა კარგად ჰყავდა დამუშავებული. თორნიკეს სისხლი ყველა ნაფიცი მსაჯულის კისერზეა", - აცხადებდა ლანა პაპიძე.

ნაფიცმა მსაჯულებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.

მხარეები ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობაზე ვერ შეთანხმდნენ. ბრალდების მხარე მომხრე იყო, რომ სასჯელის დანიშვნის სხდომა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით გამართულიყო. დაცვის მხარემ კი აღნიშნა, რომ მათი სურვილია მაგდა პაპიძეს სასჯელი მოსამართლემ დაუნიშნოს.

სასჯელის დანიშვნის სხდომა მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ 6 ივლისს ჩანიშნა.

მაგდა პაპიძეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. სასჯელის ზომას, ნაფიც მსაჯულთა რეკომენდაციის საფუძველზე, მოსამართლე განსაზღვრავს. ამ მიზნით სასამართლო სხდომა 6 ივლისს, 11.00 საათზეა ჩანიშნული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100