სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მეც მოვკვდი იმ დღეს... ფეხებით რომ დამკიდონ და დენზე შემაერთონ, არ ვიტყვი" - შაქარაშვილის საქმის სასამართლო

როგორც ჩემი შვილი დამენანებოდა, ისე მენანება გიორგი შაქარაშვილიც- ვახტანგ ჩიქოვანის დედამ ბრალდებულების დასკვნითი სიტყვის შემდეგ კამერებთან ეს განცხადება გააკეთა.

კიდევ ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის დედას კი მოსამართლე ბიძინა სტურუას ობიექტურობის სჯერა და დარწმუნებულია, რომ ის გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს დღევანდელ პროცესზე ოთხმა ბრალდებულმაც.

ტყუილში დააჯერეთ შაქარაშვილის ოჯახი და პროცესზე მკვლელი მეძახა, მეც მოვკვდი იმ დღეს - ასე მიმართა მორაგბე არჩილ გაგნიძემ სასამართლოზე პროკურორებს.

ის ბრალს კატეგორიულად უარყოფს:

გამომძიებელს რომ უნდოდა ის მეღიარებინა, რაც არ ჩამიდენია, ფეხებით რომ დამკიდონ და დენზე შემაერთონ, არ ვიტყვი - ამბობს გაგნიძე.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო დღეს ვახტანგ ჩიქოვანის, არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და კიდევ ორი არასრულწლოვანის საქმეზე მსჯელობს. მოსამართლე სავარაუდოდ სათათბიროდ გავა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გამოცხადდება თუ არა დღესვე გადაწყვეტილებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100