ირანელი ყაჩაღები თავს პოლიციელებად ასაღებდნენ - არიან დაზარალებულები
საფრანგეთში დააკავეს ირანის 4 მოქალაქე, რომლებიც თავს პოლიციელებად ასაღებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ქვეყანაში გამოცხადებული კარანტინის გამო სახლიდან გასვლისას ყველა მოქალაქე ვალდებულია, თან იქონიოს ოფიციალური ბლანკი, რომელშიც სახლიდან გასვლის მიზეზი იქნება მითითებული. ირანის მოქალაქეები, ერთი ქალი და 3 კაცი ქუჩაში ადამიანებს აჩერებდნენ და სახლიდან გასვლის ნებართვის ჩვენებას სთხოვდნენ.
პოლიციის ინფორმაციით, გამვლელების პირადი ჩხრეკისას ყაჩაღები დაზარალებულებს ნაღდ ფულსა და ძვირფას ნივთებს ართმევდნენ. გამოძიების მტკიცებით, საერთო ჯამში მათ 25 ათასი ევრო მიისაკუთრეს. იდენტიფიცირებულია სულ მცირე 7 დაზარალებული, მათგან ერთს ყაჩაღებმა 12 ათასი ევრო წაართვეს.
კომენტარი