"მთავრობაში თუ ვინმეს თავი შეუცვლელი ჰგონია, სწორედ ის შეიცვლება ყველაზე სწრაფად"
საქართველოს პრემიერ-მინისტრ
ირაკლი ღარიბაშვილს
რამდენიმე მინისტრის
მუშაობასთან დაკავშირებით
შენიშვნები აქვს.
ამის შესახებ
პრემიერი გაზეთ
"კვირის პალიტრასთან"
ექსკლუზიურ ინტერვიუში
საუბრობს.
"რაც
შეეხება მინისტრთა კაბინეტს და მინისტრებს, რა თქმა უნდა, არ ვარ აღფრთოვანებული ყველა მინისტრის მუშაობით. მე მათგან და უპირველესად, საკუთარი თავისგან, მაქსიმუმს მოვითხოვ. მაქვს შენიშვნები რამდენიმე მინისტრის მუშაობასთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ",
- აცხადებს
ღარიბაშვილი.
მისივე განმარტებით, ჯერ დაკვირვების პროცესშია, ელის, რომ ისინი მენეჯმენტში ხარვეზებს გამოასწორებენ, მოგვიანებით კი, შესაბამის გადაწყვეტილებას
მიიღებს.
"არაერთხელ
მითქვამს,
რომ ჩვენს მთავრობაში არავინ არის შეუცვლელი და თუ ვინმეს თავი შეუცვლელი ჰგონია, სწორედ ის შეიცვლება ყველაზე სწრაფად",
- აღნიშნავს
პრემიერ-მინისტრი.
კომენტარი