"მთელი ბავშვობა მამა ფიზიკურად მისწორდებოდა" - მაკოლეი კალკინის შემზარავი აღიარება
90-ანების ყველაზე საყვარელმა მსახიობმა, რომელიც მაშინ სულ პატარა იყო და რომელმაც სახელი ფილმით "მარტო სახლში" და "მარტო სახლში 2" გაითქვა, მოულოდნელად ძალიან შემაძრწუნებელი განცხადება გააკეთა. მაკოლეი კალკინმა მოუყვა ჟურნალისტს, თუ როგორ უსწორდებოდა მამა ფიზიკურად.
აქამდე ყველამ იცოდა, რომ მისი მშობლები, სანამ დაშორდებოდნენ, ხშირად კამათობდნენ ერთმანეთში და ეს კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაშიც იზრდებოდა, თუმცა რაც მსახიობმა მოყვა, ამას ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი არასდროს გააკეთებს.
მსახიობმა აღიარა, რომ მამა, კიტ კალკინი მის მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა:
"გამუდმებით მამცირებდა, მცემდა, როცა რაღაც არ მოეწონებოდა. ვგრძნობდი, რომ არ ვუყვარდი. საშინელი ადამიანი იყო, გაჩვენებდით მისგან დარჩენილ შრამებს, თუმცა ამის სურვილი თავად არ მაქვს. არ ვიცი, ალბათ ამის მიზეზი ის იყო, რომ რასაც მთელი ცხოვრება ეძებდა თვითონ, ის მე 10 წლის ასაკში მოვიპოვე. როდესაც ჩემი მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ (1995წ), დიდი შვება ვიგრძენი" - განაცხადა მაკოლეიმ.
კალკინის კარიერის განადგურებაში კიტს უამრავი ადამიანი ადანაშაულებდა. 1990-ანი წლების დასაწყისში ის თავად იყო საკუთარი ვაჟის აგენტი, თუმცა ძალიან ეგოისტური ქცევები ახასიათებდა, პროდიუსერებს ძალიან დიდ ჰონორარს სთხოვდა. უკანასკნელი ფილმი, რომელშიც მაკოლეიმ მამასთან შეთანხმებით ითამაშა, 1994 წელს გადაღებული "მდიდარი რიჩი" იყო.
2003 წელს, დიდხნიანი პუზის შემდეგ მონაწილეობა მიიღო ფილმში "წვეულების მონსტრი". როგორც თავად მსახიობმა აღნიშნა, სურდა ამ ფილმით საკუთარი ფული გამოემუშავებინა, რადგან წინა ფილმებში აღებული ჰონორარისთვის თავისი მშობლები ერთმანეთს ედავებოდნენ, მას კი არაფერს აძლევდნენ.
15 წლის ასაკში სასამართლოს წინაშე წარსდგა და თავად გადაწყვიტა ფილმებიდან აღებული ჰონორარი 17 მილიონი დოლარი რომელ მშობელს გადასცემოდა.
ახლა 37 წლის მსახიობს 71 წლის მამასთან ურთიერთობა საერთოდ არ აქვს, ფიქრობს, რომ კიტს არ დაუმსახურებია შვილი. რაც შეეხება მაკოლეის მამას, მან რამდენიმე წლის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კალკინი მისთვის მკვდარია.
კომენტარი